30 ოქტომბერი-1 ნოემბერი (2018) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ტორონჯაძემ და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა თამარა მეჭურჭლიშვილმა მონაწილეობა მიიღეს Uniagents-ის მიერ ორგანიზებულ European Summit 2018-ში.
აღნიშნულ ღონისძიებაზე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გასაუბრებოდნენ როგორც ევროპული უნივერსიტეტების, ასევე აზიური, აფრიკული და ამერიკული უნივერსიტეტების წარმომადგენლებს.
შეხვედრების შედეგად GAU-ს ცნობადობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და უფრო მეტი პარტნიორი შეიძინა.