სიახლეები და ღონისძიებები

მომავალი ისტორიკოსები შიდა ქართლის ძეგლებზე

მომავალი ისტორიკოსები შიდა ქართლის ძეგლებზე

კვირა, 19 მაისი, 2019

აჩვენე კალენდარზე


19 მაისს (2019)  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ისტორიის მიმართულების მეორე და მესამე კურსის სტუდენტებისთვის, GAU-ს ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და არქეოლოგიის დოქტორ ნიკოლოზ მურღულიას ხელმძღვანელობით მოეწყო გასვლითი, საველე ლექცია - პრაქტიკული მეცადინეობა. საველე ლექციის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს შიდა ქართლის ძეგლები: წილკანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი; ძალისის ანტიკური ხანის ნაქალაქარი; სამთავისის ტაძარი; გორის ციხე და უფლისციხის კომპლექსი. ძეგლებზე ვიზიტის დროს სტუდენტები გაეცნენ რომაულ სამშენებლო ტექნოლოგიებსა და ქალაქგეგმარების საკითხებს, ქრისტიანული ხუროთმოძღვრების განვითარების ეტაპებს, განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების საფოტიფიკაციო სისტემებს, ასევე, უშუალოდ ძეგლებზე გაეცნენ სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ფენების გამიჯვნის ნიუანსებსა და წესებს.



სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა