GAU-მ ტრადიციისამებრ კათარზისის ბენეფიციარებს უმასპინძლა. 18 აპრილს (2019) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი სტუდენტებთან ერთად კათარზისს ეწვია. GAU-ს სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ სადილის დაფინანსებით არ შემოიფარგლება და ამ დღეს მოხალისე სტუდენტები სიამოვნებით ემსახურებიან ხანდაზმულ ადამიანებს, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით.
სადილი პოზიტიური განწყობითა და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.
GAU არ GAUრბის სოციალურ პასუხისმგებლობას!