23 ივნისს (2019) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დატვირთული, დამღლელი და პროდუქტიული სასწავლო წლის დასასრულს ფეინთბოლის შიდა ჩემპიონატი გაიმართა.
ჩემპიონატი წელს პირველად ჩატარდა და მასში მონაწილეობას იღებდა 4 გუნდი. საწყის ეტაპზე გამოვლინდა ორი ფინალისტი გუნდი, რომლებიც ფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
გამარჯვებული გახდა ბიზნესის სკოლის გუნდი - ეკა პაპიაშვილი, ვახო ქვრივიშვილი, ზუკა გოგინაშვილი, გიორგი ჩინჩალაძე.
გამარჯვებულებს ჩვენი სპორტული აქტივობების ერთგული მხარდამჭრისგან კომპანია „ევექსი“ გადაეცა 750 ლარიანი ფულადი ვაუჩერი.