GAU-ელები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრაში სხვა ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობენ. უნივერსიტეტმა შეიძინა გარკვეული რაოდენობის იარაღები და სტუდენტები ყოველ დღე მიდიან დატბორილ ტერიტორიაზე, ერთვებიან გაწმენდით სამუშაოებში, ეხმარებიან დაზარალებულებს სხვადასხვა საჭირო ნივთით.
GAU-ს დამამთავრებული კურსის სტუდენტებმა ბანკეტისთვის შეგროვებული თანხაც მათ გადაურიცხეს.