5 აპრილს (2018) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს (GAU) ნანუკა ჟორჟოლიანი ესტუმრა. ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული თოქშოუს წამყვანმა, GAU-ს სტუდენტების ინიციატივით, საჯარო ლექცია გამართა თემაზე რეიტინგი, წარმატება და თანამედროვე ჟურნალისტიკის გამოწვევები. "არ ვიცი, ჩვენ ვართ (პირობითად) თქვენი მსხვერპლი, თუ თქვენ - ჩვენი!" - აღნიშნა ნანუკამ რეიტინგზე საუბრისას, რადგან ძირითადად სწორედ მდარე, მოყვითალო თემებს ჰყავს ყველაზე მეტი მაყურებელი, რაც განაპირობებს კიდეც ამ თემების გაშუქებას.
მედიის გავლენა საზოგადოებაზე და პირიქით, მაღალი კონკურენციის პირობებში რეიტინგის შენარჩუნების მექანიზმი და სოციალური ქსელის აქტუალურობა - ინტერაქციული შეხვედრის მთავარი საკითხები იყო. სადღესასწაულო უქმე დღეებამდე GAUელებმა კიდევ ერთი სასიამოვნო საღამო გაატარეს.
დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმარს საინტერესო საუბრისთვის ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show.