![](https://gau.edu.ge/storage/app/uploads/public/df0/63a/cfe/thumb__450_480_0_0_auto.jpg)
დეველოპერების ჯგუფის და GAU-ს ორგანიზებით, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ღია საჯარო სემინარი გამართეს Google-ის თანამშრომლებმა მეთიუ საზერნიმ და ჯეი პატელიმ. სემინარები ციფრული და საძიებო სისტემის მარკეტინგს დაეთმო, უფრო კონკრეტულად კი Google-ის პროდუქციის ეფექტურ გამოყენებას. სემინარების დასრულების შემდეგ მეთიუმ და ჯეიმ უპასუხეს კითხვებს, როგორც ციფრული მარკეტინგის, ასევე ზოგადად Google-ის პროდუქტების შესახებ.
სემინარს GAU-ს თანამშრომლებისა და სტუდენტების გარდა სხვადასხვა კომპანიის წარმოამდგენლები ესწრებოდნენ.