სიახლეები და ღონისძიებები

ბიზნესის, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის გამოსაშვები - 2018

ბიზნესის, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის გამოსაშვები - 2018

შაბათი, 14 ივლისი, 2018

აჩვენე კალენდარზე

14 ივლისს (2018) ბიზნესის, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სფეროს ასობით ახალგაზრდა შეუერთდა - ისინი მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საერთაშორისო სტანდარტს საკუთარ პროფესიაში ახლა ყველაზე აქტიურად დაამკვიდრებენ. სასტუმრო ბილტმორში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU)  გამოსაშვები ღონისძიება შედგა.

GAU ბიზნესის, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრებმა და მაგისტრებმა დაამთავრეს. კურსდამთავრებულებს სიტყვით GAU-ს პრეზიდენტმა მიმართა. რ. მაიკლ ქაუგილმა დაღუპული სტუდენტი, გიორგი მეცხოვრიშვილი გაიხსენა, რომელსაც დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით მიაგო პატივი. პრეზიდენტმა კურსდამთავრებულებს „ბოლო გაკვეთილი“ ჩაუტარა და მნიშვნელოვანი რჩევები მისცა, რის შემდეგაც სცენაზე აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია მოიხმო. ბატონმა ვალერიმ GAU-ს კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა და საკუთარი მაგალითების გაზიარებასთან ერთად წარმატება უსურვა. კიდევ ერთი საპატიო სტუმარი გახლდათ სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი, რომელმაც კურსდამთავრებულებს მიულოცა ეს დაუვიწყარი დღე. აუდიტორიას სიტყვით ბიზნესის სკოლის დეკანმა, თემურ ტორონჯაძემ და ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანმა, კონსტანტინე კულიჯანოვმა მიმართეს.

თბილი და ემოციური გამოსვლების შემდეგ შედგა რეიტინგით საუკეთესო სტუდენტების დაჯილდოება. წიგნის მაღაზიათა ქსელი Biblusi • ბიბლუსი, რომელიც ღონისძიების სპონსორი იყო, წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ასევე კურსდამთავრებულებს გადაეცათ GAU-ს ბრენდირებული საჩუქრები.

დიპლომების გადაცემის ცერემონიის შემდეგ შედგა ტრადიციული საპატიო კორიდორი, რომელშიც ყველა კურსდამთავრებულმა გაიარა და უნივერსიტეტის დამთავრება ეზოში ქუდების აყრით, ჰელიუმის ბუშტების გაშვებით აღნიშნა. ბოლოს გაიჭრა საზეიმო ტორტი და ღონისძიება არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა