4 მაისს (2019) ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU) და ენისა და შემეცნებითი მეცნიერებების კვლევითმა ინსტიტუტმა ჩაატარა მესამე სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია მეცნიერების დაცვის დღის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება მთელ მსოფლიოში. ეს იყო პირველი წელი, როდესაც საქართველო შეუერთდა ამ საერთაშორისო მოძრაობას მეცნიერების მხარდასაჭერად.
კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ აუდიტორიის წინაშე წარედგინათ თავიანთი სამეცნიერო თუ შემოქმედებითი ნაშრომები. კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.