სიახლეები და ღონისძიებები

ლექცია მომავალი სტუდენტებისთვის

ლექცია მომავალი სტუდენტებისთვის

შაბათი, 22 დეკემბერი, 2018

აჩვენე კალენდარზე

22 დეკემბერს (2018) ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU) პროექტით „ლექცია მომავალი სტუდენტებისთვის“ უმასპინძლა თბილისის სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ სპეციალურად მათ ინტერესებზე მორგებულ ლექციებს ბიზნესის, სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის, ინფორმატიკისა და ინჟინერიის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლებში.

„ლექცია მომავალი სტუდენტებისთვის“ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ახალი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის საჭირო და საინტერესო ლექციების ორგანიზებას GAU-ს სალექციო სივრცეში.

მადლობას ვუხდით თითოეული სკოლის მოსწავლეს და წარმატებული არჩევანის გაკეთებას ვუსურვებთ მათ.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა