სიახლეები და ღონისძიებები

იმიტირებული პროცესი

იმიტირებული პროცესი

ხუთშაბათი, 14 მაისი, 2015

აჩვენე კალენდარზე

14 მაისს GAU-ს მიერ ორგანიზებული იმიტირებული სასამართლო პროცესების ნახევარ ფინალი და ფინალი უზენაეს სასამართლოში გაიმართა.სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის ეგიდით სისხლის სამართლის განსაკუთრებულად რთული საქმეები საქართველოს სხვადასხვა სკოლის მე-11 და მე-12 კლასელებმა განიხილეს. ბავშვები სპეციალურად ამ დღისთვის ქუთაისის რამდენიმე სკოლიდანაც ჩამოვიდნენ. ნაფიცი მსაჯულები GAU-ს სტუდენტები იყვნენ არა მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სკოლიდან, არამედ ბიზნესის ფაკულტეტიდანაც - ქეთევან ბერიძემ, მეგი შუბალიძემ, სალომე გოგიტიძემ და ანა გაბაიძემ ეს მისია ღირსეულად შეასრულეს. მოსამართლეების როლი კი პრაქტიკოსმა იურისტებმა შეასრულეს. იმიტირებული პროცესები საინტერესოდ და ემოციურად წარიმართა. ფინალში ერთმანეთს ქუთაისის გუნდი და თბილისის 32-ე სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ. კონკურსი ქუთაისის გუნდის სასარგებლოდ დასრულდა. გამარჯვებული მოსწავლეები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ დააჯილდოვა.

GAU-ს პარტნიორი ამ აქტივობებში კორძაძის საადვოკატო ბიუროა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზვიად კორძაძემ სიმბოლური პრიზით დააჯილდოვა მარიამ კერესელიძე, როგორც საუკეთესო დაცვის მხარე. ყველა მოსწავლეს იმიტირებულ პროცესში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცა.

მსგავსი ტიპის ღონისძიებები GAU-ში პერმანენტულად გაიმართება. უახლოეს მომავალში საერთაშორისო ურთიერთობებითა და დიპლომატიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ევროკავშირის მოდელირება იგეგმება, რომელიც ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიმართება.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა