სიახლეები და ღონისძიებები

გასვლითი ლექცია GAUელებისთვის 18-19 მარტი

გასვლითი ლექცია GAUელებისთვის 18-19 მარტი

კვირა, 19 მარტი, 2017

აჩვენე კალენდარზე

მხიარულება ავტობუსშივე დაიწყო. GAU-ს მესამე კურსის სტუდენტები 18-19 მარტს (2017) გასვლითი სემინარის ფარგლებში წყნეთში, ბაქსვუდის სკოლის კამპუსში გაემგზავრნენ. 40-ზე მეტმა GAUელმა გაიარა ტრენინგი „წარმატების ფორმულა“, რომელიც ბიზნესის სკოლის ლექტორმა, დინა ასლამაზიშვილმა ჩაატარა. ინგლისურ და ქართულ ენაზე მიღებულ ინფორმაციას, მოჰყვა პრაქტიკული დავალება ჯგუფური მუშაობაობითა და პრეზენტაციების მომზადებით. მხიარულება აქ გაგრძელდა და პრეზენტაციებმა დიდი ხალისით ჩაიარა.

GAUელებს სადილად GAU-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნინო ტორონჯაძე ეწვივნენ. ვახშმის შემდეგ კი გასართობი პროგრამა დაიწყო და სტუდენტები ერთმანეთს სხვადასხვა თამაშში შეეჯიბრნენ. დღე ელექტრონული მუსიკით დასრულდა, დაუკრა DJ GAUCHER-მა ანუ GAUელმა გიორგი შათირიშვილმა. ჯგუფი თბილისში 19 მარტს ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდა.

ამ ტრენინგით დაიწყო GAUელებისთვის კამპუსური გამოცდილება, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა