სიახლეები და ღონისძიებები

"როგორ გავხდეთ უმსხვილესი კომპანიების აქციონერები"

"როგორ გავხდეთ უმსხვილესი კომპანიების აქციონერები"

ორშაბათი, 11 აპრილი, 2016

აჩვენე კალენდარზე

რა ხდება Wall Street-ზე?! შეგვიძლია თუ არა ისეთი ცნობილი და მსხვილი კომპანიების აქციონერები გავხდეთ, როგორიცაა Facebook, Amazon, Apple და სხვა?! რას წარმოადგენს კომპანიის აქცია და რა სარგებელს იღებს მფლობელი მისი შეძენით?! რა არის საფონდო ბირჟა და რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება აქციების შეძენისას?! - ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად 11 აპრილს  (2016), GAU-ში ტრეიდერი ჯაბა დიხამინჯია მოვიწვიეთ, რომელსაც ამერიკის საფონდო ბირჟაზე ცნობილ კომპანიებში მოკლევადიანი ინვესტირების თითქმის 10 წლიანი გამოცდილება აქვს (ის 1998 წლიდან კომპანია "მაგთიკომში" მუშაობს და ამჟამად რეალიზაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა).

შეხვედრას თემის აქტუალურობიდან გამომდინარე GAU-ს სტუდენტებთან ერთად სხვა დაინტერესებული ადამიანებიც ესწრებოდნენ. ჯაბა დიხამინჯიამ ეს თემები ცნობილი ინვესტორის Warren Buffett-ის თეორიასა და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდონით განიხილა და იმ დეტალებზე ისაუბრა, რაც ინვესტირებისას მომავალმა აქციონერმა უნდა გაითვალისწინოს - განსხვავება ფასსა და ღირებულებას შორის, არაემოციური ქმედება, რაციონალური გადაწყვეტილებები, დრო - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი აქციის შეძენისა და გაყიდვის პროცესში და კრიტიკული აზროვნება, რომელიც გონიერი აქციონერის მთავარი თვისებაა.

ლექცია-სემინარს ტრადიცულად მოჰყვა კითხვებზე პასუხი. ჯაბა დიხამინჯიამ საქართველოს საფონდო ბირჟის პოტენციალზეც ისაუბრა და მომავალ აქციონერებს რჩევები მისცა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა