ცხადდება გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის თურქეთში, ქადირ ჰასის უნივერსიტეტში!
სამშაბათი, 10 მარტი, 2026
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ Erasmus+ პროგრამაზე თურქეთში, ქადირ ჰასის უნივერსიტეტში!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- 975 ევრო ევრო დღიურად დაბინავებისა, კვების და მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად.
პროგრამის აღწერა
შერჩეული კანდიდატი ეწვევა კადირ ჰასის უნივერსიტეტს და 13-17 აპრილს მონაწილეობას მიიღებს კადირ ჰასის უნივერსიტეტის მიერ დაორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში.
შერჩევის კრიტერიუმები:
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- სამოტივაციო წერილი;
- ბიომეტრული პასპორტი;
- დასაქმების ცნობა.
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა (Mobility Agreement Training).
გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის
შესარჩევი პროცესი:
- კანდიდატების მოკლე სიის შედგენა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- ხანგრძლივობა - 5 დღე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 14 მარტის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთსააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: კადირ ჰასის უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული პერსონალი!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge