ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლამ 2-4 ივნისს ჩაატარა საერთაშორისო კონფერენცია, ჯეიმს ჯოისის ულისეს ასი წლისთავის აღსანიშნავად.
თ.ს. ელიოტმა ულისეს უწოდა „ყველაზე მნიშვნელოვანი გამოხატულება, რომელიც დღევანდელმა ეპოქამ ჰპოვა; … წიგნი, რომლის წინაშეც ჩვენ ყველანი ვალში ვართ და რომელსაც ვერავინ გავექცევით.“ მართლაც, საუკუნის შემდეგ ეს არის წიგნი, რომელსაც ჯერ კიდევ კითხულობენ, განიხილავენ, თარგმნიან, იკვლევენ და რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ მწერლებზე, არამედ მხატვრებზეც, მუსიკოსებიზე, ფილოსოფოსებზე, ფოტოგრაფებსა და კინორეჟისორებზე.
კონფერენციაზე განხილული თემები მოიცავდა, მაგრამ არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ მითითებული ჩამონათვლით:
• ულისე: 100 წლის შემდეგ
• ჯოისის თარგმნა
• ქსელის ქვეშ: ჯეიმს ჯოისის მრავალენოვნება
• დიალოგი, მრავალხმიანობა და ჰეტეროგლოსია: ჰომეროსიდან ჯოისამდე
• გვერდითი ეფექტიანი ჯოისი (ჯოისი და ვიზუალური ხელოვნება, კინემატოგრაფია და ა.შ.)
• ჯოისის სიხარული
• პოსტსაბჭოთა ჯოისი
• ჯოისის ისტორიული ინტერპოლაციები
• ჯოისი, ევროპული და მსოფლიო ლიტერატურა
• ჯოისი და მცირე ერების ლიტერატურა
• პოსტმოდერნი ჯოისი/ჯოისის გავლენა პოსტმოდერნისტ მწერლებზე
2022 წლის 4 ივნისს ორდღიანი კონფერენციის შემდეგ გაიმართა Bloomsday-ის ადრეულ ზეიმი (16 ივნისის ნაცვლად), სადაც საზეიმოდ შექმნილ ირლანდიურ გარემოში მოწვეულმა სტუმრებმა საყვარელი ადგილები წაიკითხეს ჯეიმზ ჯოისის „ულისედან“.