პირველი შემთხვევის ადგილზე - First On the Scene (FOTS)
ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი, 2023
“პირველი შემთხვევის ადგილზე - First On the Scene (FOTS)” NAEMT-ის მიერ შექმნილი კურსია, რომელიც ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს საბაზისო გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე.
კურსი მოიცავს როგორც თეორიული მასალის, ასევე პრაქტიკული უნარების შესწავლას მულაჟზე.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელს/სტუდენტს ექნება ფუნდამენტური ცოდნა და პრაქტიკული უნარები დაზარალებულისათვის, შემთხვევის ადგილზე, პირველადი დახმარების აღმოსაჩენად.
კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელები/სტუდენტები მიიღებენ NAEMT-ის First On the Scene (FOTS)-ის საერთაშორისო სერტიფიკატს.
თარიღი: 11 ოქტომბერი (2023)
კურსის საფასურია - 100 ლარი (ერთ მსმენელზე + სერტიფიკატი).
რეგისტრაციის ბმული: https://cutt.ly/qEY3R8e
გაიგე მეტი კურსის შესახებ: https://bit.ly/3SNPhZB
შეგახსენებთ, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მედიცინის სკოლის ტრენინგ ცენტრი 2020 წლიდან ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) საერთაშორისო ტრენინგ ცენტრი და NAEMT-ის ავტორიზებული სასწავლო ცენტრია საქართველოში.