შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
ორშაბათი, 18 აპრილი, 2022
შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 3 წლის ვადით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
- განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
- CV;
- შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული აკადემიური ხარისხის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
- სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
- გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
- უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული პროგრამით გათვლისწინებული ან/და წასაკითხად შემოთავაზებული სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი, ელექტრონული ვერსია;
- ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ;
- პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
რეკომენდებულია აპლიკანტის მიერ დამატებით შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- საგრანტო პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სამეცნიერო საბჭოების, რედკოლეგიების, საექსპერტო კომისიების წევრობის დამადასტურებელო დოკუმენტაცია;
- დოქტორანტთა (დისერტანტთა) სამეცნიერო ხელმძღვანელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- უცხოეთის უნივერსიტეტებში მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- უცხო ენის (ინგლისური) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- კონკურსანტებმა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონული სახით შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე vacancy@gau.edu.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითონ მიმართულება და პოზიცია.
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2022 წლის 18 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით.
კონკურსი ტარდება ერთ ან ორ ეტაპად. კონკურსის პირველი ეტაპი მიმდინარეობს საბუთების შერჩევის სახით. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით ინიშნება კონკურსის მეორე ეტაპი.
კონკურსის მეორე ეტაპზე გასულ მონაწილესთან შეიძლება დაინიშნოს გასაუბრება ან/და მოეთხოვოს საჩვენებელი ლექციის ჩატარება დისტანციურად, შესაბამისი პროგრამა მეშვეობით, საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კომპონენტის ენის შესაბამისად.
აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირის შრომის პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და პერსონალს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.
კონკურსი ჩატარდება 2 ივნისს, ხოლო საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 3 ივნისს.
იხილეთ აკადემიური პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
იხილეთ საკონკურსო ადგილები :
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული
|
მიმართულება, დარგი/სპეციალობა
|
საკონსკურსო თანამდებობა
|
ბიზნესის სკოლა
|
ბიზნესის ადმინისტრირება
|
ორი ასოცირებული პროფესორი
|
ბიზნესის ადმინისტრირება
|
ორი ასისტენტი
|
|
ეკონომიკა
|
ერთი პროფესორი
|
|
ეკონომიკა
|
ხუთი ასოცირებული პროფესორი
|
|
ეკონომიკა
|
ორი ასისტენტ-პროფესორი
|
|
ეკონომიკა
|
რვა ასისტენტი
|
|
მედიცინის სკოლა
|
სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები (ფიზიოლოგია)
|
ერთი ასოცირებული პროფესორი
|
მედიცინა (ფსიქიატრია)
|
ერთი პროფესორი
|
|
ბიოქიმია
|
ერთი ასოცირებული პროფესორი
|
|
სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები (მიკრობიოლოგია /იმუნოლოგია)
|
ერთი ასისტენტი
|
|
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა
|
ჰუმანიტარული მეცნიერებები (ინგლისური ფილოლოგია)
|
ერთი ასოცირებული პროფესორი
|