სემიოტიკის მე-12 სამეცნიერო კონფერენცია: ციფრული ეპოქა და სემიოტიკა
ორშაბათი, 17 ოქტომბერი, 2022
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი GAU ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა
და
სემიოტიკის კვლევითი ცენტრი
გიწვევთ
სემიოტიკის მე-12 სამეცნიერო კონფერენციაზე
17-18 დეკემბერი, 2022 წელი
თემა: ციფრული ეპოქა და სემიოტიკა
ციფრულმა ეპოქამ სემიოტიკაც ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. იცვლება ადამიანის ცნობიერებაც და, შესაბამისად, აზრის გამოხატვის ფორმები; ერთი მხრივ, მნიშვნელობები დაკარგეს ნიშნებმა და, მეორე მხრივ, ძალას იკრებს ახალი სემიოზისი.
ციფრული პლანეტა, კიბერ-ქალაქი, ადამიანის ახალი, ციფრული იდენტობა, ნაპრალი რეალურსა და ვირტუალურს შორის, სოციალური ქსელების კომუნიკაცია, ახალი ნიშნები... ვიზუალური კომუნიკაციის აქტივაცია, ემოჯების ენა... ციფრული გლობალიზაცია, ციფრული ხელოვნება; მინიმალიზმი, როგორც სტილური ნიშანი, ციფრული მედია, მეცნიერებისა და ხელოვნების სინთეზი - ეს და მრავალი სხვა საკითხი, რომელზეც გიფიქრიათ და ახალი ცოდნა და გამოცდილება დაგიგროვებიათ, საინტერესო იქნება კონფერენციისთვის.
მოხსენებები მიიღება აგრეთვე შემდეგი მიმართულებით:
- ენისა და ლიტერატურის სემიოტიკა
- კულტურის სემიოტიკა
- სემიოტიკის ისტორია და თეორია
კონფერენციაზე იმუშავებს ცალკე სექცია მაგისტრანტ-დოქტორანტებისთვის;
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია 2022 წლის 15 ნოემბრამდე;
შერჩეული მოხსენებების შესახებ ავტორებს ეცნობებათ პერიოდულად;
კონფერენციის შემდეგ შერჩეული მოხსენებები დაიბეჭდება სამეცნიერო ჟურნალ ”სემიოტიკის” 22-ე ნომერში.
კონფერენციის სამუშაო ენაა: ქართული
კონფერენცია გაიმართება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, პირისპირ რეჟმში.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: ფეისბუკის სემიოტიკის კვლევითი ცენტრის გვერდზე.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/3RJQT4h