მონაცემთა მეცნიერების კურსის მესამე ნაკადის გამოსაშვები ღონისძიება!
ოთხშაბათი, 15 მარტი, 2023
2023 წლის 14 მარტს GAU-სა და USAID-ის პარტნიორობით საქართველოში მონაცემთა მეცნიერების (Data Science) პირველი საბაზისო კურსის მესამე ნაკადის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. მონაწილეებს, რომლებმაც თავიანთი ნაშრომები წარმატებით წარმოადგინეს გადაეცათ სერტიფიკატები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი, რ. მაიკლ ქაუგილი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლები.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო პროგრამა შექმნილია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ლინკოპინგის უნივერსიტეტის (შვედეთი) მაღალკვალიფიციური პერსონალის თანამშრომლობით.