სიახლეები და ღონისძიებები

Tweetერატურა - მოჰყევ „ვეფხისტყაოსანი“

Tweetერატურა - მოჰყევ „ვეფხისტყაოსანი“

ოთხშაბათი, 09 დეკემბერი, 2020

აჩვენე კალენდარზე

შენ ხარ ტექსტში ზღვაოსანი - მოჰყევ „ვეფხისტყაოსანი!“

მსოფლიოსა და ჩვენი ქვეყნის სოციალურ კონტექსტებს თუ გავითვალისწინებთ, ახლა სწორედ ის დროა, ერთად დავძლიოთ მოწყენილობა და წამოვიწყოთ ჩვენი ტვიტერატურული თამაში.

თუ ხარ მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლე, შეავსე განაცხადი მოცემულ ბმულზე https://bit.ly/3oBT8J1 და ჩაერთე კრეატიული ლიტერატურის ორთაბრძოლაში!

თანამედროვე სამყაროს ერთი მნიშვნელოვანი უნარი - „გრძელი სიტყვის მოკლედ“ თქმაა. ჩვენი პროექტიც, ზუსტად ამ გამოწვევას პასუხობს. როგორც იცით, სოციალური ქსელი Twitter-ი პოსტების გამოქვეყნების  თავის სტანდარტს გვთავაზობს: მოკლედ, თუ გვინდა რაიმე ვამცნოთ მსოფლიოს, 140 სიმბოლოში უნდა ჩავტიოთ. Twitter-ს თუ ცოტა ლიტერატურას დავუმატებთ, მივიღებთ Twitterature-ს. გავითვალისწინეთ, რომ საქართველოში Twitter-ს არ ჰყავს ბევრი მომხმარებელი, ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს კონკურსი  Facebook-ით შემოგვეთავაზოთ და ამით გავზარდოთ კონკურსში თქვენი ჩართულობა; ეს სახალისო გამოწვევა და თამაში  საკუთარ თავში ახალ შესაძლებლობებს აღმოგაჩენინებთ და საინტერესო გამოცდილებას შეგძენთ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩიკაგოს უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა  ტვიტერზე ერთგვარი თამაში წამოიწყო: დაიწყეს მსოფლიოს კლასიკური ლიტერატურის ტექსტების ტვიტებად გარდაქმნა: ვინ უფრო ლაკონურად და საინტერესოდ შექმნიდა ამა თუ იმ ნაწარმოების ტვიტერ-ვერსიას.

ტვიტერატურა GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის პროექტია მოტივირებული და კრეატიული მოსწავლეებისთვის.

შერჩეულ მონაწილეებს, პირველ რიგში, ჩაუტარდებათ მასტერკლასი, სადაც ისინი დეტალურად გაეცნობიან კონკურსის პირობებს, მიიღებენ კლასიკური ლიტერატურული ტექსტების ტვიტერ-ვერსიებად გარდაქმნის ცოდნას. პასუხი გაეცემა კითხვებს:
• რა არის ტვიტერატურა?
• როგორ შევქმნათ „ვეფხისტყაოსნის“ ტვიტერ-ვერსია?  
• რატომ არის შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნება/წერა/მეტყველება თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი უნარი და სხვა;

ლექციას გაუძღვება GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ლექტორი, პროფ. ცირა ბარბაქაძე, რომელიც დიდი ხანია, მეცნიერულად   იკვლევს და ასწავლის შემოქმედებით და კრეატიულ მეტყველებას/აზროვნებას.

იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღო პროექტში:
• უნდა იყო საქართველოს ნებისმიერი სახელმწიფო თუ კერძო საშუალო სკოლის მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლე;
• უნდა შეავსო სარეგისტრაციო ფორმა; ისარგებლე შემდეგი ბმულით: https://bit.ly/3oBT8J1 
• კონკურსში მონაწილეობა ინდივიდუალურია;
•ერთი სკოლიდან შესაძლებელია  იმდენი მოსწავლის დარეგისტრირება, რამდენსაც სურვილი აქვს;
• რეგისტრაცია სრულდება პარასკევს, 18 დეკემბერს, დღის 12:00 საათზე.

ყველა კანდიდატისთვის მასტერკლასის ჩატარების თარიღია: შაბათი, 19 დეკემბერი, 13:00 საათი. რაც შეეხება კონკურსის დაწყების თარიღს, თითოეული ტვიტერ-ვერსია სოციალურ ქსელში უნდა განთავსდეს 19 დეკემბრის 14:00 საათიდან  27 დეკემბრის 24:00 საათამდე.

საკონკურსო დავალება:

თითოეულმა კონკურსანტმა უნდა შექმნას „ვეფხისტყაოსნის ტვიტერ-ვერსია.

აუცილებელი კომპონენტები:

  • ტვიტი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 140 სიმბოლოსგან.
  • „ვეფხისტყაოსნის“ ტვიტის შექმნისას მიჰყევ ინსტრუქციას:
    ა) კიდევ ერთხელ ყურადღებით წაიკითხე „ვეფხისტყაოსანი“;
    ბ) მოინიშნე ის ადგილები და დეტალები, რომლებიც ყველაზე მეტად იმოქმედებს შენზე;
    გ) გაფილტრე მონიშნული დეტალები და შეარჩიე ერთი;
    დ) შეეცადე, შენთის მნიშვნელოვანი გამოიტანო ტვიტში და შეუსაბამო შესაფერისი ფორმა;

ან დაივიწყე ინსტრუქცია და იმოქმედე დამოუკიდებლად; ტვიტი უნდა იყოს პასუხი კითხვაზე: რაზეა  „ვეფხისტყაოსანი“? (არა ზოგადად, არამედ - შენთვის!) მნიშვნელოვანია: სისხარტე, იუმორი, ორიგინალობა, კრეატიულობა, შემოქმედებითობა. რა თქმა უნდა, ტექსტთან კავშირი არ უნდა დაიკარგოს! შექმნილი ტვიტერ-ვერსიები თითოეულმა მონაწილემ შაბათს, 19 დეკემბერს, 14:00 საათიდან უნდა გამოაქვეყნოს თავის Facebook-პროფილის კედელზე:

  • Tweetერატურა აუცილებლად უნდა დაიპოსტოს თქვენს ფეიბუქ პროფილზე. პროფილი არ უნდა იყოს ფეიქ ექაუნთი;
  • პოსტი აუცილებლად უნდა იყოს საჯარო (Public), იმისთვის რომ შევძლოთ მისი ნახვა და ასევე იყოს საკონკურსო ტვიტი;
  • თითოეულ პოსტს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი ჰეშთეგები:  #GAUტვიტე #ტვიტერატურა #ვეფხისტყაოსანი;
  • თითოეულ პოსტზე უნდა მონიშნოთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის GAU-ს ოფიციალური Facebook გვერდი @GeorgianAmericanUniversity (უნივერსიტეტის დათაგვის შემდეგ, თაგი უნდა გაძლევდეს შესაძლებლობას, რომ გადადიოდეთ უნივერსიტეტის ოფიციალურ Facebook გვერდზე).

მაგალითი I

ერთ-ერთმა ტვიტის ავტორტმა ნაწარმოები „ომი და მშვიდობა”  შემდეგნაირად გარდაქმნა ტვიტად: „ომი, მეჯლისი, მეჯლისი, მეჯლისი…. ომი, ანდრეი, ნატაშა, მეჯლისი, ომი.”  #GAUტვიტე #ტვიტერატურა #ვეფხისტყაოსანი @GeorgianAmericanUniversity

მაგალითი II

ერთ-ერთმა ტვიტის ავტორტმა ნაწარმოები „ბეჭდების მბრძანებელი”-ს შემდეგნაირად გარდაქმნა ტვიტად: „ბიძამ აჩუქა ბეჭედი. ჰობიტები წავიდნენ, იარეს, იარეს, იარეს, იარეს, იარეს… კიდევ იარეს, იარეს, იარეს, ბევრი იარეს… გადააგდეს ბეჭედი ვულკანში”.

#GAUტვიტე #ტვიტერატურა  #ვეფხისტყაოსანი @GeorgianAmericanUniversity


თუკი თქვენ დააკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას, იქნებით კონკურსის მონაწილე და გექნებათ შესაძლებლობა, რომ გახდეთ გამარჯვებული.

კონკურსი გაგრძელდება 27 დეკემბრის ჩათვლით! კვირას, 29 დეკემბერს, 16:00 საათზე კი ჩვენ გამოვავლენთ ორ გამარჯვებულს!

ჟიურის რჩეული, რომელსაც გამოავლენს GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა და ხალხის რჩეული, ის ვინც ყველაზე მეტ ლაიქს დააგროვებს პროექტის მიმდინარეობის პროცესში.

კონკურსანტები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

ჟიურის რჩეული:
1. სისხარტე - 10ქ.
2. იუმორი - 10ქ.
3. ორიგინალობა - 10ქ.
4. კრეატიულობა - 10ქ.
5. შემოქმედებითობა - 10 ქ.

ხალხის რჩეული:
ყველაზე მეტი ლაიქის მქონე კონკურსანტი.

კონკურსის საპრიზო ფონდი:
ჟიურის რჩეული:

  • საპრიზო თანხა -  500 ლარი;
  • 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომელიც ამოქმედდება GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში;

ხალხის რჩეული:

  • საპრიზო თანხა -  500 ლარი
  • 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომელიც ამოქმედდება GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში;

კონკურსის პარტნიორები:

  • საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, რჩეული ტვიტის ავტორს გადასცემს წიგნებს;

  • თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება, გაერთიანების დირექტორი ნინი სანადირაძე შეარჩევს საუკეთესო ტვიტს და  ავტორს დააჯილდოვებს მუზეუმების გაერთიანების გამოცემებით;
  • პროფესორი და მწერალი გიგი თევზაძე საუკეთესო ტვიტის ავტორს გადასცემს ახლადგამოცემულ წიგნს - „კრიტიკული აზროვნების მეგზური“;
  • ფენტეზის ჟანრის მწერალი ნატო დავითაშვილი ყველაზე მცირეფორმატიანი ჟანრის ტექსტის ავტორს (ერთ საუკეთესო ტვიტს შეარჩევს) დააჯილდოვებს ყველაზე სქელტანიანი საკუთარი წიგნით: „4 მხარე და 4 სვეტი“
  • პროექტის პარტნიორი კომპანია,“Georgian board games • ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშები”, გამოავლენს საკუთარ რჩეულს, რომელსაც საჩუქრად გადასცემს „ვეფხისტყაოსნის“ სამაგიდო თამაშს.

გისურვებთ წარმატებას!



სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა