სიახლეები და ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის ლატვიაში, EKA გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში!

გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის ლატვიაში, EKA გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში!

ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალისთვისევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზელატვიაში, EKA გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში - საერთაშორისო სტაფ-ტრენინგის კვირეული 2026: EKA- კვლევის კვირეული!

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

· კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის, სამართლის პროგრამისინფორმატიკის პროგრამის აკადემიურ პერსონალსა და მედიაპროდუქტებისა და დიზაინში ვიზუალური მეთოდების პროგრამის აკადემიურ პერსონალს. (მათ შორის მოწვეულ ლექტორებსაც);

  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 170 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • 395 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

შერჩევის კრიტერიუმები

შესარჩევი პროცესი:

  • კანდიდატების მოკლე სიის შედგენა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).

გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის 

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • სამუშაო პერიოდი: 21-25 სექტემბერი

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 2 სექტემბრის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ:,,EKA, აკადემიური პერსონალი"

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტისსაშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge, keso.mechurchlishvili@gau.edu.ge. marine.razmadze@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა