გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის რუმინეთში, ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტში!
ორშაბათი, 23 მარტი, 2026
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამაზე რუმინეთში, ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტში!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 140 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად.
- 309 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი
- ბიომეტრული პასპორტი;
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
- ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების ცნობა.
შერჩევის კრიტერიუმები:
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- 8-12 ივნისი
- ხანგრძლივობა - 7 დღე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 30 მარტი, 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ:,, ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტი“ ადმინისტრაციული პერსონალი
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge , keso.mechurchlishvili@gau.edu.gemarine.razmadze@gau.edu.ge