სიახლეები და ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის ხაენის უნივერსიტეტში, ესპანეთი!

გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის ხაენის უნივერსიტეტში, ესპანეთი!

ორშაბათი, 07 სექტემბერი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ადმინისტრაციული პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუსპროგრამაზეესპანეთშიხაენის უნივერსიტეტში!

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • GAU-ს ადმინისტრაციული პერსონალი;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა, ესპანური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 160 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • 820 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ბიომეტრული პასპორტი;
  • პასპორტის ფოტო;
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.

Administrative Staff Member (Training)

შერჩევის კრიტერიუმები:

GAU- ს შერჩევის კრიტერიუმები ადმინისტრაციული პერსონალისთვის

შესარჩევი პროცესი:

  • კანდიდატების მოკლე სიის შედგენა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ხაენის უნივერსიტეტი).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • 2026 წლის გაზაფხულის სემესტრი
  • ხანგრძლივობა - 7 დღე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 14 სექტემბრის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "ხაენის უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული პერსონალი"

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:nini.palavandishvili@gau.edu.ge, keso.mechurchlishvili@gau.edu.ge. marine.razmadze@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა