პროექტის მენეჯმენტისა და AGILE მეთოდოლოგიის სასერტიფიკატო კურსის II ნაკადის დაჯილდოება
ოთხშაბათი, 27 ნოემბერი, 2024
26 ნოემბერს (2024) GAU-ში პროექტების მენეჯმენტისა და AGILE მეთოდოლოგიის II ნაკადის კურსისის დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიებას უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე და კურსის ლექტორები უძღვებოდნენ.
სერტიფიკატების მიღებამდე სტუდენტებმა ფინალური პროექტები მოამზადეს და კურსის ლექტორებს პრეზენტაციის სახით წარუდგინეს.
კურსის განმავლობაში მსმენელებს საშუალება მიეცათ შეესწავლათ პროექტების მენეჯმენტის შესავალი, დაგეგმვა და შესრულება, ასევე ბიუჯეტირებისა და მონიტორინგის ეტაპები. ასევე გაეცნენ Agile მეთოდოლოგიას, განსხვავებას Waterfall -სა და Agile-ს შორის, ინკრემენტალურ და იტერაციულ მიდგომებს.
GAU კი კვლავ აგრძელებს სტუდენტებისთვის პროფესიული გადაწყვეტილებების შეთავაზებას მათი წარმატებული მომავლისთვის.