პროექტის მენეჯმენტისა და AGILE მეთოდოლოგიის სასერტიფიკატო კურსის I ნაკადის დაჯილდოება
ოთხშაბათი, 12 ივნისი, 2024
7 ივნისს (2024) GAU-ში პროექტების მენეჯმენტისა და AGILE მეთოდოლოგიის I ნაკადის კურსის დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიებას უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე და კურსის ლექტორები უძღვებოდნენ.
სერტიფიკატების მიღებამდე სტუდენტებმა ფინალური პროექტები მოამზადეს და კურსის ლექტორებს პრეზენტაციის სახით წარუდგინეს.
კურსის განმავლობაში მსმენელებს საშუალება მიეცათ შეესწავლათ პროექტების მენეჯმენტის შესავალი, დაგეგმვა და შესრულება, ასევე ბიუჯეტირებისა და მონიტორინგის ეტაპები. ასევე გაეცნენ Agile მეთოდოლოგიას, განსხვავებას Waterfall -სა და Agile-ს შორის, ინკრემენტალურ და იტერაციულ მიდგომებს.
GAU კვლავ გააგრძელებს სტუდენტებისთვის პროფესიული გადაწყვეტილებების შეთავაზებას მათი წარმატებული მომავლისთვის.