Al Bootcamp-ის ონლაინ შეხვედრების კვირეული, რომელიც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლისა და GAU-ს Google-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბის ორგანიზებით ხორციელდება, გრძელდება!
21 მაისს (2021) ჩატარდა Al Bootcamp-ის მორიგი სესია სახელწოდებით Machine Learning l, რომელსაც უძღვებოდა Optio.Ai-ის მანქანური სწავლების ინჟინერი, გიორგი გონაშვილი.
გიორგიმ სესიის მონაწილეებს მანქანური სწვალების ალგორითმები აუხსნა და აჩვენა მათი პრაქტიკული იმპლემენტაცია:
- Random forest
- Decision tree
- Linear Regression
- Example in Jupiter Notebook
6 დღიანი ონლაინ კვირეულის ფარგლებში, Bootcampის მონაწილეები შეძლებენ მნიშვნელოვანი ინფორმაციებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ხელოვნური ინტელექტის/მანქანური სწავლების შესახებ, უცხოელი და ქართველი სპიკერებისგან.
#WeAreGAU #ჩვენვქმნითმომავალს #GAUმომავლისთვის