Al Bootcamp-ის ონლაინ შეხვედრების კვირეული, რომელიც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლისა და GAU-ს Google-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბის ორგანიზებით ხორციელდება, დაიწყო!
19 მაისს (2021) ჩატარდა Al Bootcamp-ის პირველი სესია სახელწოდებით Al Fundamentals, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს ბანკის მონაცემთა მეცნიერი, ნათია დოლიაშვილი.
სესია სახალისო თამაშით გაიხსნა, რომლის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მონაწილეებისთვის.
შეხვედრაზე საუბარი იყო შემდეგ საკითხებზე:
- რა არის ხელვნური ინტელექტი?
- როდის და როგორ დაიწყო Al-ის განვითარება?
- რომელია ხელოვნური ინტელექტის ყველაზე პოპულარული ენა და რატომ?
- რა არის მანქანური სწავლება და როგორია მისი სტანდარტული პროცესები?
- რა არის Data Exploration
- და სხვა.
შემდეგი სესია სახელწოდებით “Machine Learning l” გაიმართება 21 მაისს და მას გაუძღვება Optio.Ai-ის მანქანური სწავლების ინჟინერი, გიორგი გონაშვილი.
6 დღიანი ონლაინ კვირეულის ფარგლებში, Bootcampის მონაწილეები შეძლებენ მნიშვნელოვანი ინფორმაციებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ხელოვნური ინტელექტის/მანქანური სწავლების შესახებ, უცხოელი და ქართველი სპიკერებისგან.
#WeAreGAU #ჩვენვქმნითმომავალს #GAUმომავლისთვის