ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტებმა AI ჰაკათონ Brainhack_AI 2026-ში წარმატებით იასპარეზეს და II და III ადგილები მოიპოვეს.
ჰაკათონი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა და მასში საქართველოს 6 უნივერსიტეტის 14 გუნდი და სოლო მონაწილე მონაწილეობდა.
შეჯიბრების ფარგლებში სტუდენტებს 8 საათის განმავლობაში უნდა შეემუშავებინათ ინტერაქციული AI ჩათბოტის კონცეფცია, რომელიც პროდუქტების ძიებასა და მომხმარებელთან ბუნებრივ დიალოგზე იქნებოდა ორიენტირებული. პროექტების მიზანი მომხმარებლის გამოცდილებისა და გაყიდვების პროცესების გაუმჯობესება იყო.
ვულოცავთ GAU-ს სტუდენტებს - ემილ კირაკოსიანს, ლუკა გულვერდაშვილს, გიგი გიორგაძეს, ნიკოლოზ დვალიშვილს, გიორგი ყაზიშვილსა და დუდა ელბაქიძეს — წარმატებულ მონაწილეობასა და მიღწეულ შედეგს!