სიახლეები და ღონისძიებები

AML-ის სასერტიფიკატო კურსის მე-4 ნაკადის

AML-ის სასერტიფიკატო კურსის მე-4 ნაკადის

პარასკევი, 15 დეკემბერი, 2023

აჩვენე კალენდარზე

ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებების შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის (AML) მე-4 ნაკადის გამოშვება

13 დეკემბერს (2023) ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებების შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის (AML) მე-4 ნაკადის გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. დიპლომების გადაცემის ცერემონიალს კურსის ლექტორები, უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე და GAU-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი ესწრებოდნენ.

„AML-ის კურსი 1 წელია რაც არსებობს და უკვე დიდი ინტერესით სარგებლობს სტუდენტებში. პროგრამა იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ვინც გადაწყვიტა დასაქმდეს ან აიმაღლოს კვალიფიკაცია AML სპეციალისტის, ოფიცრის თუ მენეჯერის პოზიციაზე იმ ფინანსურ და არაფინანსურ სექტორში, რომლებზეც ვრცელდება საქართველოს კანონი: „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ . 

პროგრამა მთლიანად დამყარებულია სწავლების ინტერაქციულ მეთოდზე, მოიცავს როგორც თეორიულ მომზადებას, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოებს, სიმულაციებსა და დისკუსიებს. ვფიქრობთ, მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესი აღნიშნული კურსის მიმართ და გზას გაუხსნის მომავალ სპეციალისტებს სწავლის გადაწყვეტილების მიღებიდან პროფესიული განვითარებისკენ“ - თამთა ნიშნიანიძე.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა