სიახლეები და ღონისძიებები

შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ 2019 წლის 4 იანვარს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა საყურადღებოდ

შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ 2019 წლის 4 იანვარს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა საყურადღებოდ

პარასკევი, 04 იანვარი, 2019

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 3 წლის ვადით. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
  • CV;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
  • წასაკითხად შემოთავაზებული სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ვერსია.
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საგრანტო პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სამეცნიერო საბჭოების, რედკოლეგიების, საექსპერტო კომისიების წევრობის დამადასტურებელო დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • დოქტორანტთა (დისერტანტთა) სამეცნიერო ხელმძღვანელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხოეთის უნივერსიტეტებში მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ენის (ინგლისური) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირის შრომის პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და პერსონალს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2019 წლის 4 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით 11 საათიდან 17 საათამდე, მისამართზე: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. #10. 

კონკურსი ჩატარდება 15 თებერვალს, ხოლო საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 16 თებერვალს.

იხილეთ შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების დებულება.


საკონკურსო ადგილები

სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლა
მიმართულება - საჯარო სამართალი
  • ორი პროფესორი
  • ერთი ასისტენტი
მიმართულება - კერძო სამართალი
  • ერთი პროფესორი
  • ერთი ასისტენტი
მიმართულება - სისხლის სამართალი
  • ერთი ასისტენტი
მიმართულება - სოციალური მეცნიერებები (საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკური მეცნიერებები, სოციოლოგია)
  • ერთი პროფესორი
  • ერთი ასისტენტი
მიმართულება - ჰუმანიტარული მეცნიერებები (ფილოსოფია)
  • ერთი პროფესორი

ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ლიბერალური განათლების სკოლა
მიმართულება - ჰუმანიტარული მეცნიერებები (ინგლისური ფილოლოგია)
  • ორი ასოცირებული პროფესორი
მიმართულება - ჰუმანიტარული მეცნიერებები (ქართული ფილოლოგია)
  • ერთი პროფესორი
  • ერთი ასოცირებული პროფესორი
მიმართულება - ჰუმანიტარული მეცნიერებები (რუსული ფილოლოგია)
  • ერთი ასოცირებული პროფესორი
მიმართულება - ჰუმანიტარული მეცნიერებები (ისტორია)
  • ერთი პროფესორი

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა