სიახლეები და ღონისძიებები

ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ორშაბათი, 25 მაისი, 2020

შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად წლის ვადით. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მიღების თაობაზე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
  • CV;
  • შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი  (უცხოეთში მიღებული აკადემიური ხარისხის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
  • უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული პროგრამით გათვლისწინებული ან/და წასაკითხად შემოთავაზებული სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსი, ელექტრონული ვერსია;
  • ცნობა ნასამართლობის შესახებ;
  • კლინიკურ დისციპლინებზე  შესაბამისი სპეციალობის  სერტიფიკატი;
  • პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

რეკომენდებულია აპლიკანტის მიერ დამატებით შემდეგი საბუთების წარმოდგენ:

  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • საგრანტო პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სამეცნიერო საბჭოების, რედკოლეგიების, საექსპერტო კომისიების წევრობის დამადასტურებელო დოკუმენტაცია;
  • დოქტორანტთა (დისერტანტთა) სამეცნიერო ხელმძღვანელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • უცხოეთის უნივერსიტეტებში მოღვაწეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • უცხო ენის (ინგლისური) ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • კონკურსანტებმა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონული სახით შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე vacancy@gau.edu.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითონ მიმართულება და პოზიცია.

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2020 წლის  26 ივნისიდან  6 ივლისის  ჩათვლით.

კონკურსი ტარდება ერთ ან ორ ეტაპად. კონკურსის პირველი ეტაპი მიმდინარეობს საბუთების შერჩევის სახით. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით ინიშნება კონკურსის მეორე ეტაპი.

კონკურსის მეორე ეტაპზე გასულ მონაწილესთან შეიძლება დაინიშნოს გასაუბრება ან/და მოეთხოვოს საჩვენებელი ლექციის ჩატარება დისტანციურად, შესაბამისი პროგრამა მეშვეობით, საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კომპონენტის ენის შესაბამისად.

აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირის შრომის პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და პერსონალს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით.

კონკურსი ჩატარდება  8 ივლისს, ხოლო საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 10 ივლისს. 

იხილეთ აკადემიური პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

იხილეთ საკონკურსო ადგილები :


მიმართულება, დარგი/სპეციალობა
 

საკონკურსო  ადგილი
ბიზნესის სკოლა

ბიზნესის ადმინისტრირების (მარკეტინგი, მენეჯმენტი) მიმართულებით:
  • ერთი პროფესორი
  • ერთი ასოცირებული პროფესორი
ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსების) მიმართულებით:
  • სამი პროფესორი 
ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა


ინფორმატიკის მიმართულებით:
  • ერთი პროფესორი
  • ხუთი ასოცირებული პროფესორი

ინჟინერიის (მშენებლობა) მიმართულებით:


  • ერთი პროფესორი
  • ორი ასოცირებული პროფესორი
მედიცინის სკოლა


საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით:
  • ერთი პროფესორი
  • ერთი ასისტენტი
ნევროლოგიის მიმართულებით:
  • ერთი ასისტენტ-პროფესორი
ინფექციური სნეულებების მიმართულებით:
  • ერთი ასისტენტ-პროფესორი
 კარდიოლოგიის მიმართულებით:
  • ერთი  პროფესორი
ბიოქიმიის მიმართულებით:
  • ერთი პროფესორი 
იმუნოლოგია-მიკრობიოლოგიის მიმართულებით:
  • ერთი პროფესორი
ნეონატოლოგიის მიმართულებით:
  • ერთი ასისტენტი

მეან-გინეკოლოგიის მიმართულებით:
  • ერთი პროფესორი
  • ერთი ასოცირებული პროფესორი
ფსიქოლოგიის მიმართულებით:
  • ერთი ასისტენტი
გენეტიკა და მოლეკულური  ბიოლოგიის მიმართულებით:
  • ერთი პროფესორი
სამართლისსოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლა


საჯარო სამართლის მიმართულებით:
  • ორი პროფესორი
  • ორი ასისტენტი


საერთაშორისო სამართლის მიმართულებით:
  • ერთი პროფესორი
  • ერთი ასოცირებული პროფესორი
  • ერთი ასისტენტ-პროფესორი
  • ერთი ასისტენტი
სისხლის სამართლის მიმართულებით:
  • ორი ასოცირებული პროფესორი
სოციალური მეცნიერებების (საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკური მეცნიერებები, სოციოლოგია) მიმართულებით:
  • სამი ასოცირებული პროფესორი


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა