წლის ბოლოს GAU კიდევ ერთი სიგელით დაჯილდოვდა.
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს არასამთავრობო ორგანიზაციისგან „გამარჯვება პარტნიორობის ალიანსი“ გადაეცა მადლობის სიგელი დაშავებული გმირების მხარდაჭერისთვის.
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიხედვით, GAU-ს იურიდიული კლინიკა უფასო იურიდიულ მომსახურებას გაუწევს სამხედრო და სამოქალაქო პირებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, აგრეთვე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში დაშავდნენ და შეეზღუდათ შესაძლებლობა.
GAU არ GAUრბის სოციალურ პასუხისმგებლობას!