პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა - ამ თემაზე გასვლითი შეხვედრა BMB-ის კურსის მსმენელებმა ამჯერად კასპის რაიონში, ლამისყანის საჯარო სკოლაში გამართეს. ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებმა მოზარდებს თავიანთი გამოცდილება, BMB-ის კურსის შესახებ შთაბეჭდილება, კარიერული შეცდომები და წარმატების ისტორია გაუზიარეს. შეხვედრას 50-მდე მოსწავლე დაესწრო. გულწრფელმა საუბრებმა ბავშვებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
ამ ფოტოებით თქვენ არა მხოლოდ შეხვედრის ამსახველ კადრებს ნახავთ, არამედ ლამისყანის სკოლის სავალალო ატმოსფეროსაც გაეცნობით. სამწუხაროდ ეს სკოლა არ არის გამონაკლისი. GAU-სა და BMB-ის სოცილაური პროექტის მიზანი სწორედ ასეთი მოზარდების მხარდაჭერაა.
შეხვედრის ბოლოს ლამისყანის სკოლის მოსწავლეებმა GAU-სგან საჩუქრად თანამედროვე ქართული ლიტერატურა მიიღეს.