16 მარტს ბიზნესის ადმინისტრირების კურსის (BMB) მსმენელებს სპიკერის სტატუსით სტუმრობდა ავერსის დამფუძნებელი ბატონი პაატა კურტანიძე.
დღესდღეობით ავერსი ოპერირებს ჯანდაცვის სფეროში და ფარავს ისეთ მიმართულებებს როგორებიცაა: ფარმაცია (წარმოება/რეალიზება), სამედიცინო და სადაზღვევო ინდუსტრია. შევხედრამ კითხვა/პასუხის ფორმატში ჩაიარა.
ბატონმა პაატამ მსმენელებს გააცნო ინდუსტრიის სპეციფიკაციები და რაც მნიშვნელოვანია განვითარების ეტაპებისთვის დამახასიათებელი ნიშანდობლივი ბარიერები, რომელთა მიმართ ადეკვატურ რეაგირებებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობა.
დასასრულს, ბატონმა პაატამ მსმენელებს საკუთარი ხედვა და გამოცდილება გაუზიარა იმ გამოწვევებზე, შესაძლებლობებზე და საფრთხეებზე, რომელიც დამახასიათებელია ქართული ეკონომიკური სივრცისთვის.