Business Research Conference: "People at Work: Organizational Behavior & Employee Well-Being"
სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2025
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კვლევითი ცენტრის ჯგუფის ორგანიზებით GAU-ში პირველი სტუდენტური Business Research Conference: "People at Work: Organizational Behavior & Employee Well-Being" გაიმართა (20.12.25)
რომელიც მიზნად სტუდენტების ორგანიზაციული ქცევის გამოყენებითი კვლევით სფეროში ჩართვას ისახავდა.
კონფერენციამ უნიკალური შესაძლებლობა მისცა სტუდენტებს განევითარებინათ კვლევითი, პრეზენტაციისა და ანალიტიკური უნარები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი მომავალი MBA სწავლებისა და აკადემიური კარიერის განვითარებისთვის.
კონფერენციას ორგანიზებასა და მენტორინგს უწევდა GAU-ს ბიზნესის სკოლის პროფესორი, დინა ასლამაზიშვილი, ასოცირებული პროფესორი - სალომე ჩხეიძე და ლექტორი - ილონა ჯოხაძე.