ცხადდება მოკლე ვადიანი გაცვლითი პროგრამა თურქეთში, ექიშეჰირის ტექნიკურ უნივერსიტეტში!
ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე თურქეთში, ექიშეჰირის ტექნიკურ უნივერსიტეტში!
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკისპროგრამის აკადემიურ პერსონალს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- GAU-ს ინფორმატიკის პროგრამის აკადემიური პერსონალი;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 140 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად (900 ევრო 5 დღის განმავლობაში);
- 275 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- ბიომეტრული პასპორტი;
- ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა. (Mobility agreement (teaching);
შერჩევის კრიტერიუმები:
- GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის.
- აპლიკანტები შეფასდებიან საბაზისო ქულით (+30), რომელსაც ემატება უცხო ენის ქულის 20% (არსებობისშემთხვევაში). Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამაში პირველად მონაწილე თანამშრომლებიიღებენ +10 ქულას, ხოლო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თითოეული წინა მონაწილეობისათვისაკლდებათ −5 ქულა; დამატებით +5 ქულა ენიჭებათ იმ დეპარტამენტების/ერთეულების თანამშრომლებს, რომლებიც ადრე არ მონაწილეობდნენ პროგრამაში. −5 ქულა აკლდება იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტისაკუთარ მოქალაქეობის ქვეყანაში სწავლებისათვის განაცხადს წარადგენს. დამატებითი ქულები: +5 დოკუმენტურად დადასტურებული შშმ სტატუსისათვის და +5 ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულაქტივობაში მიღების/მოწვევის წერილის წარმოდგენის შემთხვევაში.
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება:
- უფრო ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლებს;
- ნაკლები რაოდენობის წინა Erasmus+ მობილობის მქონე თანამშრომლებს;
- იმ ერთეულებს, რომლებსაც ბოლო ორი აკადემიური წლის განმავლობაში ნაკლები მობილობა ჰქონდათ(მიმდინარე განაცხადის წლის გამოკლებით).
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
ხანგრძლივობა
- 13-17 აპრილი, 2026
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 6 მარტის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციოდოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ექიშეჰირის ტექნიკური უნივერსიტეტი, აკადემიური სტაფი
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge nini.palavandishvili@gau.edu.ge