
ცხადდება გაცვლითი პროგრამა გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის კოოპერატიულ სახელმწიფო უნივერსიტეტში! (DHBW Mannheim)
ორშაბათი, 20 ოქტომბერი, 2025
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერდაფინანსებულ Erasmus+ გაცვლით პროგრამაზე გერმანიაში, ბადენ-ვურტემბერგის კოოპერატიულ სახელმწიფო უნივერსიტეტში (DHBW Mannheim). პროგრამისფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთისემესტრის განმავლობაში (2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამისმეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებსა და მაგისტრატურისპროგრამის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან გერმანული ენების B2 დონეზე ცოდნა
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლითსაგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორცაქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროსადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულუნივერსიტეტში
დაფინანსება მოიცავს:
- უფასო სწავლა;
- სტიპენდია ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად - 900 ევრო;
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება - 395 ევრო;
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ან გერმანული ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-შიგავლილი საგნის - ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელისერტიფიკატი).
- Learning Agreement (გაეცანით: გზამკვლევი ქართველი სტუდენტებისთვის).
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილესტუდენტებისთვის
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 27 ოქტომბრის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთსააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: DHBW
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტისსაშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge keso.mechurchlishvili@gau.edu.ge