
ცხადდება გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის სლოვენიაში, ლუბლიანას ბიზნეს სკოლაში!
პარასკევი, 12 სექტემბერი, 2025
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერდაფინანსებულ ერასმუს+ გრძელვადიან სასწავლო გაცვლით მობილობაზე სლოვენიაში, ლუბლიანასბიზნეს სკოლაში (LSB). კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბიზნესის სკოლის აკადემიურ პერსონალს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- GAU-ს ბიზნეს სკოლის აკადემიური პერსონალი;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის C1 დონეზე ცოდნა, რომელიც შემოწმდება გასაუბრებით;
დაფინანსება მოიცავს:
- გრძელვადიანი მობილობა ანაზღაურდება დაახლოებით 3500 ევროს ოდენობით. თანხა განკუთვნილია 3-4 კვირიანი მობილობის დროს მგზავრობის, დაბინავებისა, კვების ხარჯებისა და ყოველდღიურისაჭიროების ხარჯების ასანაზღაურებლად;
მობილობის ფორმატი:
შერჩეულ პროფესორს შესაძლებლობა ექნება გაზაფხულის პერიოდში 3-4 კვირის განმავლობაშილუბლიანას ბიზნეს სკოლაში ჩაატაროს ლექციები.
საჭირო დოკუმენტაცია:
- პასპორტის ასლი;
- ევროპასის ფორმატის CV პროფესიული გამოცდილებისა და პუბლიკაციების მითითებით;
- კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა;
- მოკლე სამოტივაციო წერილი (1–2 აბზაცი);
- საგნების სია, რომელსაც პროფესორი ასწავლის გაუ-ში;
- პოტენციური კურსების სია, რომელსაც კანდიდატი შეძლებს ჩაატაროს B2 LSB-ში – აღნიშნულიკურსები უნდა იყოს B2 LSB-ის რეგულარული საბაკალავრო პროგრამების ნაწილი. ყველა კურსიხელმისაწვდომია შემდეგ ვებსაიტზე: https://www.vspv.si/en/undergraduate-studies
შერჩევის კრიტერიუმები:
- GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის;
- ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა.
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი);
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (მიმღები უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 17 სექტემბრის, 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ლუბლიანას ბიზნეს სკოლა, აკადემიური პერსონალი.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge.