სიახლეები და ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამა მიკოლას რომერის უნივერსიტეტში, ლიეტუვაში!

გაცვლითი პროგრამა მიკოლას რომერის უნივერსიტეტში, ლიეტუვაში!

ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი, 2024

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერაზმუს+ პროგრამაზე, მიკოლას რომერის უნივერსიტეტშილიეტუვაში! 

პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას მიმღებ უნივერსიტეტში და ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლას ლიეტუვაში (2024-2025 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი).

კონკურსში მონაწილეობის პირობები: 

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს, და ამავე ფაკულტეტების სამაგისტრო პროგრამის მეორე და მესამე სემესტრის სტუდენტებს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრების შედეგად;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში

დაფინანსება მოიცავს მოიცავს: 

  • უფასო სწავლა;
  • 800 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-ში გავლილი საგნის - ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი).
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება

შესარჩევი პროცესი:

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 

  • 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 15 ოქტომბრის, 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: Mykolas Romeris University

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: ana.zanqaidze@gau.edu.ge; nini.palavandishvili@gau.edu.ge 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა