სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა თურქეთში, სტამბულის ნიშანთაშის უნივერსიტეტში!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა თურქეთში, სტამბულის ნიშანთაშის უნივერსიტეტში!

ორშაბათი, 05 ოქტომბერი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერდაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე, თურქეთში, სტამბულის ნიშანთაშის უნივერსიტეტში!

პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებასა და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში 2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში!

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნეს ადმინისტრირების, ინფორმატიკის, ინჟინერიისა და ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის II, III, IV, V და VI სტუდენტებს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან თურქული ენის B2 დონეზე ცოდნა (რაც შემოწმდება გასაუბრების შედეგად).
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველასემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

დაფინანსება მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • 800 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • 275 ევროს ოდენობით მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა).
  • პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • ინგლისური ან თურქული ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-ში გავლილი საგნის - ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
  • Learning Agreement (გაეცანით: გზამკვლევი ქართველი სტუდენტებისთვის);
  • გთხოვთ იხილოთ კურსების კატალოგი.

საგნების კატალოგის მისაღებად, მოგვმართეთ ქვემოთ მითითებულ მეილებზე.

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი)

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

· 2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი!

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 12 ოქტომბრის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge

  • გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: სტამბულის ნიშანთაშის უნივერსიტეტი

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge; marine.eazmadze@gau.edu.ge; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge;

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა