სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა საბერძნეთში, პირეოსის უნივერსიტეტში!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა საბერძნეთში, პირეოსის უნივერსიტეტში!

ორშაბათი, 16 ნოემბერი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე საბერძნეთში, პირეოსის უნივერსიტეტში. პროგრამის ფარგლები გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში პირეოსში (2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში).

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გაუს საერთაშორისო ურთიერობების პროგრამის ბაკალავრიატის საფეხურის II, III, IV, V და VI სემესტრის სტუდენტებს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრებით; ასევე ამავე პროგრამის მაგისტრატურის I და II საფეხურის სტუდენტებს;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისთვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

დაფინანსება მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • 275 ევროს ფარგლებში მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (საერთაშორისო სერთიფიკატი, ან GAU-ში გავლილი საგნის, მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
  • სასწავლო ხელშეკრულება შევსებული (შევსების ინსტრუქცია იხილეთ გზამკვლევი ქართველი სტუდენტებისთვის);
  • დეკანის სარეკომენდაციო წერილი.

გთხოვთ იხილოთ საგნების კატალოგი.

შესარჩევი პროცესი:

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

• 2026-2027 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 24 ნოემბრის 15:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: პირეოსის უნივერსიტეტი, ბაკალავრი (ან მაგისტრი)
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტისსაშუალებით: marine.razmadze@gau.edu.ge; nini.palavandishvili@gau.edu.ge; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა