ცხადდება გაცვლითი პროგრამა რუმინეთში, ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტში!
ხუთშაბათი, 06 ნოემბერი, 2025
ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ გაცვლითპროგრამაზე რუმინეთში, ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტში. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულიკანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებასa და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2025-2026 სასწავლოწლის გაზაფხულის სემესტრში).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნეს ადმინისტრირებისა და ინფორმატიკის საბაკალავროპროგრამების II, III, IV, V და VI სემესტრის სტუდენტებსა და ამავე პროგრამების მაგისტრატურის I და IIსემესტრის სტუდენტებს;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოსკანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამისმონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტიმშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველასემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასურიქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში
დაფინანსება მოიცავს:
- უფასო სწავლა;
- სტიპენდია ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად - 800 ევრო;
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება - 275 ევრო;
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-ში გავლილი საგნის - ინგლისური ენისმინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი).
- Learning Agreement
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი);
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი).
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 12 ნოემბრის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციოდოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ტიმიშოარას დასავლეტის უნივერსიტეტი, ბაკალავრი (ან მაგისტრი).
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge ; nini.palavandishvili@gau.edu.ge.