3-4 ივნისს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ორგანიზებით გაიმართა სტუდენთა სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია.
კონფერენცია ეძღვნებოდა ენის, ლიტერატურის, ისტორიისა და ფოლკლორის საკითხებს. გარდა ამისა, სტუდენტები ფართო აუდიტორიის წინაშე წარადგენდნენ თავიანთ შემოქმედებას: მოთხრობებს, ლექსებს, ჩანახატებსა და თარგმანებს.
სტუდენტთა ნაშრომები დაიბეჭდება ჟურნალში – ,,სტუდენტური ალმანახი".