მშენებლობის მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსის მე-5 ნაკადის გამოშვება
ხუთშაბათი, 23 აპრილი, 2026
23 აპრილს (2026) მშენებლობის მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსის მე-5 ნაკადმა პრეზენტაციები წარადგინა, რის შემდეგაც გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანი ანასტასია ბაჯიაშვილი, კურსის ლექტორი მალხაზ ხოშტარია და უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე დაესწრნენ.
მშენებლობის მენეჯმენტის მოკლევადიანი გადამზადების პროგრამა განკუთვნილია მშენებლობის სფეროში, მშენებლობის მენეჯერის ან მომიჯნავე პოზიციაზე დასაქმებული სპეციალისტებისათვის, რომელთაც სურთ ცოდნის გაღრმავება და კარიერული წინსვლისთვის საჭირო უნარების გამყარება.
GAU კურსის კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს!