გაცვლითი პროგრამა აკადემიური სტაფისთვის მურსიის უნივერსიტეტში, ესპანეთში
პარასკევი, 18 მარტი, 2022
აკადემიური პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, მურსიის უნივერსიტეტში, ესპანეთში!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის პროგრამის ლექტორებს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 ან ესპანური ენის B2 დონეზე ცოდნა.
- შერჩეული აპლიკანტი უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 160 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად, ჯამში 1120 ევროს.
- 820 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- ინგლისური ენის სერტიფიკატი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ბიომეტრული პასპორტი;
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
Mobility agreement (teaching);
შერჩევის კრიტერიუმები:
GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე აკადემიური პერსონალისათვის
შესარჩევი პროცესი:
- კანდიდატების მოკლე სიის შედგენა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 27 მარტის, 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "მურსიის უნივერსიტეტი, აკადემიური პერსონალი"
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: anarveladze@gau.edu.ge