სიახლეები და ღონისძიებები

ESN Georgia-მ მოღვაწეობის 15 წლის იუბილე აღნიშნა

ESN Georgia-მ მოღვაწეობის 15 წლის იუბილე აღნიშნა

ხუთშაბათი, 28 მაისი, 2026

აჩვენე კალენდარზე

Erasmus Student Network Georgia-მ (ESN Georgia) საქმიანობის 15 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიებას, რომელიც ორგანიზაციის განვლილი გზის შეჯამებასა და სამომავლო პერსპექტივების განხილვას დაეთმო, საელჩოებისა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან ერთად, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიც (GAU) ესწრებოდა.

შეკრებილ სტუმრებს სიტყვით ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ მიმართა.

საიუბილეო შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია - „The Role of ESN Georgia in Internationalization of Higher Education“, რომელშიც GAU-ს კვლევის განვითარებისა და ხელშეწყობის სამსახურის უფროსმა, ანა ჩორგოლაშვილმა, სხვა სპიკერებთან ერთად, უმაღლესი სასწავლებლებისა და ქართული ახალგაზრდული სექტორის დაახლოების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

ESN Georgia-ს მთავარი მისია საერთაშორისო სტუდენტების მხარდაჭერა, კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა და ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნაა.

Erasmus Student Network Tbilisi - ESN Tbilisi

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა