გაცვლითი პროგრამა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ანკარას უნივერსიტეტში, თურქეთი!
ორშაბათი, 04 სექტემბერი, 2023
აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, ანკარას უნივერსიტეტში, თურქეთი!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- GAU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 140 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად.
- 275 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი
- ბიომეტრული პასპორტი;
- პასპორტის ფოტო
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
Mobility agreement (teaching);
Mobility agreement (training);
შერჩევის კრიტერიუმები:
- GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალისათვის.
- GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 15 სექტემბრის, 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "ანკარას უნივერსიტეტი, აკადემიური/ ადმინისტრაციული პერსონალი"
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.edu.ge