სიახლეები და ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის ლიეტუვაში, კაუნასის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში!

გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის ლიეტუვაში, კაუნასის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში!

სამშაბათი, 09 ივნისი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე, აკადემიური პერსონალისთვის ლიეტუვაშიკაუნასის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში!

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ინჟინერიის პროგრამის აკადემიურ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • GAU-ს ინჟინერიის პროგრამის აკადემიური პერსონალი;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 148 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად.
  • 395 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • ბიომეტრული პასპორტი;
  • ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.

Mobility agreement (teaching);

შერჩების კრიტერიუმები:

GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტების განხილვა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
  • სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი)

ხანგრძლივობა - 7 დღე, 2026 წელი

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 22 ივნისის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: კაუნასის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი-აკადემიური პერსონალი

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge nini.palavandishvili@gau.edu.ge: marine.razmadze@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა