სიახლეები და ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის რჟეშუვის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, პოლონეთი!

გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის რჟეშუვის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, პოლონეთი!

ხუთშაბათი, 07 სექტემბერი, 2023

აჩვენე კალენდარზე

აკადემიური პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, რჟეშუვის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, პოლონეთი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის აკადემიურ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • GAU-ს აკადემიურ პერსონალს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 140 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად. 
  • 275 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე; 
  • სამოტივაციო წერილი
  • ბიომეტრული პასპორტი; 
  • პასპორტის ფოტო
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.

Mobility agreement (teaching);

შერჩების კრიტერიუმები:

GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).

ხანგრძლივობა - 7 დღე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 19 სექტემბრამდე, 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "რჟეშუვის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, აკადემიური პერსონალი"

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.edu.ge


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა