სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ესპანეთში, სევილიის უნივერსიტეტში!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ესპანეთში, სევილიის უნივერსიტეტში!

ოთხშაბათი, 04 თებერვალი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ადმინისტრაციული პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე ესპანეთში, სევილიის უნივერსიტეტში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • GAU-ს ადმინისტრაციული პერსონალი;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 170 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად. 
  • 1188 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე; 
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • ბიომეტრული პასპორტი; 
  • ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.

Mobility agreement (training); 

შერჩების კრიტერიუმები:

GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე ადმინისტრაციული პერსონალისათვის

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
  • ხანგრძლივობა - 7 დღე.

გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 11 თებერვლის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთსააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: სევილიის უნივერსიტეტიადმინისტრაციული პერსონალი

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა